პროექტის მოკლე აღწერა: მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია, რომელსაც დედამიწა ეკუთვნის.მის ცენტრში მდებარეობს მზე,ჩვენი ვარსკვლავი,რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული. პლანეტები მზის გარშემო,ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება,ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია.გამონაკლისია პლუტონი,ყინულისგან შემდგარი პლანეტა,რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მასზე მდებარეობს.
პროექტის სრული აღწერა: მზე— მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე
ჩვენს გალაქტიკაში - ირმის ნახტომში - 100 მილიონზე მეტი ვარსკვლავია. ამავდროულად ჩვენი გალაქტიკის 85%-ზე მეტი ვარსკვლავი მზეზე ნაკლებად კაშკაშაა . მზე ქმნის ენერგიას თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით. მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წთ და 19 წმ ( 499 წ )უნდება მოსვლას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: III-IVკლ. 8-9წ.
ვადები ხანგრძლიობა: 2011 წლის დეკემბერი-2012 წლის აპრილი.
პროექტის შესაბამისი აქტივობები:თვალსაჩინოების გამოყენება, მზის სისტემის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
მოსალოდნელი შედეგები:მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება ბავშვებზე.
სარგებელი სხვებისთვის:ბავშვები უკეთ შეისწავლიან მზის დადებით და უარყოფით თვისებებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნება:ბუნების მოვლენების შესწავლა.
ქართული:კარგი კითხვისა და შინაარსის გადმოცემა.
მათემატიკა:მანძილები მზესა და პლანეტებს შორის,მზის სხივის სიჩქარე.
პროექტის ხელმძღვანელი: რ. დიასამიდძე
ელ.ფოსტა: rsafaridze@gmail.com